03 ოქტომბერი 2024,   15:19
ვრცლად
პროტესტის მესამე დღე - საქართველოს რკინიგზაში გაფიცვა გრძელდება

საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები გაფიცვას განაგრძობენ. უკვე მესამე დღეა რკინიგზელები სამუშაო ადგილებზე დაბრუნებაზე უარს აცხადებენ.

მოთხოვნები უცვლელია. თანამშრომლები სახელფასო სქემის გადახედვას, მე-13 ხელფასს და ტესტირების სისტემის გაუქმებას ითხოვენ. მოთხოვნების შესრულებამდე გაფიცული რკინიგზელები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. 

ახალი პროფკავშირების ხელმძღვანელი ამბობს, რომ ბათუმში, სამტრედიაში, ხაშურში იგივე ვითარებაა და გაფიცვები გრძელდება. 

გაფიცვასთან დაკვშირებით საგანგებო განცხადება გაკეთდა საქართველოს რკინიგზაშიც. როგორც ადმინისტრაციაში განმარტავენ, ხელმძღვანელობა მზად არის გაფიცულ თანამშრომლებს მოუსმინოს. მათივე განცხადებით, ცხრა მოთხოვნიდან შვიდზე შეთანხმება უკვე მიღწეულია. 

"რატომ ჰქვია ამას გაფიცვა ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ არც ერთი ჩვენი ქვედანაყოფის მუშაობა, არც ერთი ჩვენი სტრუქტურული ერთეულის, სამსახურის, მოძრაობის შემადგენლობის მუშაობა, არც ერთი წუთით არ შეფერხებულა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ტელეგაფიცვას აწყობენ და რეალურად, ძალიან ცოტანი არიან, ერთი ადამიანიც რომ იყოს, ჩვენთვის ძლიან საინტერესოა მათი აზრი", განაცხადა რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დაჩი ცაგურიამ.

საქმეში უკვე ჩაერთო საქართველოს სახალხო დამცველიც.

ამავე თემაზე
დღის ამბები