03 ოქტომბერი 2024,   15:26
ვრცლად
ლეგენდარული ფეხბურთელი პელე საავადმყოფოში გადაიყვანეს

ლეგენდარული ბრაზილიელი პელე ალბერტ აინშტაინის სახელობის ჰოსპიტალში მოათავსეს.

ექიმების განცხადებით, პელეს მწვავე ინფექცია აქვს და მისი საავადმყოფოში მოთავსება აუცილებელი იყო. დაავადების დეტალებზე ექიმები არაფერს ამბობენ.

როგორც ირკვევა, პელეს და მისი ოჯახის მთავარი პრობლემა უამრავი ვიზიტორია, რომელთაც ფეხბურთის მეფის მონახულება სურთ. საავადმყოფოში დაცვა გააძლიერეს და პელე სრულ სიმშვიდეში იმყოფება. აღსანიშნავია, რომ 74 წლის ბრაზილიელმა 13 ნოემბერს ამავე ჰოსპიტალში ოპერაცია გაიკეთა. მას თირკმლიდან დიდი რაოდენობით კენჭები ამოუღეს.

დღის ამბები