03 ოქტომბერი 2024,   15:24
ვრცლად
ქუთაისში, პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს

ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტის განიხლვა აქციის ფონზე მიმდინარეობს. კანონპროექტს არასამთავრობო ორგანიზაციები აპროტესტებენ. მათ საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ სირცხვილისს დერეფანი მოაწყვეს.

„ეს არის რეგრესული კანონპროექტი, მთელ რიგ საკითხებში ვითარება უარესდება, გარკვეულწილად არის ბუნდოვანი და როგორც დავინახეთ, ნათელი წარმოდგენა მასზე მის ინიციატორებსაც არა აქვთ,“ - განაცხადა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ.

აქციაზე იმყოფება გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორიც. ლაშა ტუღუში პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს დრაკონულს და არადემოკრატიულს უწოდებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები