09 ოქტომბერი 2024,   18:15
ვრცლად
რუსული რუბლი ვარდნას განაგრძობს

რუსეთის ეროვნული ვალუტის კურსი ვარდნას განაგრძობს. მოსკოვის ფინანსურ ბაზარზე ერთი დოლარი დღეს 50 რუბლი ღირდა. რუბლთან მიმართებით ევროს კურსმაც მოიმატა და მისმა ღირებულებამ 62 რუბლს გადააჭარბა.

ექსპერტები დოლარის კურსის მატებას ოპეკის გადაწყვეტილებას უკავშირებენ. ნავთობის ექსპორტიორმა ქვეყნებმა საწვავის მოპოვების შემცირებაზე უარი განაცხადეს.

მოქმედი კვოტის თანახმად, OPEC-ის წევრები დღეში მხოლოდ 30 მილიონ ბარელ ნავთობს აწარმოებენ. ამ გადაწყვეტილებამ ბენზინის ღირებულებაზეც იმოქმედა. ბრენტის მარკის საწვავის ფასმა 71 დოლარამდე დაიწია.

დღის ამბები