09 ოქტომბერი 2024,   18:21
ვრცლად
რუსეთისთვის აგებული მისტრალი გაძარცვეს

რუსეთისთვის აგებული მისტრალიდან კომპიუტერული მოწყობილობები და გადამცემები მოიპარეს. ფრანგული მედიის ცნობით, 25 ნოემბერს გაირკვა, რომ ბორტზე მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობები აღარ იყო. ბორტზე შემოწმებები დაიწყო და სამართალდამცველების პერსონალის  კითხავენ.

საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსულ მხარეს ჯერ ეჭვმიტანილად არ განიხილავენ. ცნობილია, რომ ბორტზე კომპიუტერული სისტემები და გადამცემები ცნობილმა კომპანიამ "თალესმა" დაამონტაჟა.

საფრანგეთმა რუსეთისთვის ორი მისტრალი ააგო. ერთი ხომალდი რუსეთისთვის ნოემბერში უნდა გადაეცათ, თუმცა ეს პროცესი სანქციების გამო ფრანგულმა მხარემ გადადო.

დღის ამბები