03 ოქტომბერი 2024,   15:13
ვრცლად
რკინიგზელებსა და ადმინისტრაციას შორის მოლაპარაკებებს დამოუკიდებელი მედიატორი აწარმოებს

რკინიგზელებსა და ადმინისტრაციას შორის მოლაპარაკებების პროცესში მედიატორის ინსტიტუტი ჩაერთო. დამოუკიდებელი მედიატორი რკინიგზის ადმინისტრაციას ხვდება, რის შემდეგაც  ის აქციის მონაწილეებთან გამართავს შეხვედრას.

გაფიცულ რკინიგზელებს შეუერთდნენ ხაშურიდან, გორიდან, სამტრედიიდან და გურჯაანიდან.

უკვე მესამე დღეა რკინიგზის თანამშრომლები ხელფასების მომატების, მეცამეტე ხელფასისა და პრემიების მიღების მოთხოვნით აქციებს მართავენ.

აქციის მონაწილეების თქმით, ამ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ისინი რკინიგზის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის თანამდებობიდან გადაყენების საკითხსაც დააყენებენ.

პროფკავშირების წარმომადგენლები, რომლებიც რკინიგზის გაფიცულ თანამშრომლებს მოლაპარაკებების წარმოებაში ეხმარებიან, „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ წარმომადგენლებს აქციის მონაწილეებზე ზეწოლაში ადანაშაულებს. ბრალდებას უარყოფს ცენტრის წარმომადგენელი ლევან გოგიჩაიშვილი და აცხადებს, რომ ის რკინიგზელებთან მხოლოდ ინფორმაციის მისაღებად და დასახმარებლად იყო მისული. 

ამავე თემაზე
დღის ამბები