03 ოქტომბერი 2024,   15:24
ვრცლად
წალკის დეპუტატის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

წალკის საკრებულოში მომხდარ ჩხუბზე და ნინო ბურჯანაძის თანაპარტიელის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, ეს ამ დრომდე უცნობია.

ნაცემი იური მოდებაძე საავადმყოფოდან უკვე სახლში გაწერეს და იქ განაგრძობს მკურნალობას. მოდებაძე თანაპარტიელებმა მოინახულეს და მომხდარი ფაქტი შეაფასეს.

გიორგი ახვლედიანმა და დიმიტრი ლორთქიფანიძემ მომხდარის დროული გამოძიება და დამნაშავეების უმკაცრესად დასჯა მოითხოვეს. თავად ნინო ბურჯანაძეს მედიასთან ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია.

დეპუტატი წალკის საკრებულოში მისმა კოლეგებმა და საკრებულოს თავჯდომარემ, ირაკლი გიგინეიშვილმა სცემეს. ისინი დღეს მომხდარს უარყოფენ.

ჩხუბი საკრებულოში მას შემდეგ დაიწყო, რაც იური მოდებაძემ საკრებულოს წევრებს და თავჯდომარეს არასწორედ დახარჯულ თანხებზე განმარტებები მოსთხოვა.
საქმე 2013 წელს წყლის რეაბილიტაციისთვის დახარჯულ 2 მილიონამდე ლარს ეხება. იმ პერიოდში ირაკლი გიგინეიშვილი გამგებლის მოადგილე იყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები