09 ოქტომბერი 2024,   20:23
ვრცლად
სირიელ მებრძოლებს შორის, სავარაუდოდ, ჩრდილო კავკასიელებიც არიან

სოციალური მედიით ისლამისტი მებრძოლების ამსახველი ვიდეომასალა გავრცელდა. სირიის ქალაქ კობანისთან გადაღებულ ვიდეომასალაში რამდენიმე მებრძოლი ჩრდილო-კავკასიური აქცენტით რუსულად ლაპარაკობს. ისინი ქალაქზე იერიშის გეგმას განიხილავენ.

კობანი, რომლის მოსახლეობის დიდ ნაწილს ქურთები შეადგენენ, ორი კვირაა ისლამური სახელმწიფოს მებრძოლთა ალყაშია. ისლამისტები კობანის შემოგარენში სამასზე მეტ სოფელს აკონტროლებენ.

სროლისა და აფეთქებების ხმა ისმოდა ქალაქ ჰომსშიც, სადაც ტერორისტებმა სკოლასთან ორი აფეთქება მოაწყვეს. ბოლო მონაცემებით, ამ თავდასხმას 40 ადამიანი ემხვერპლა. დაღუპულთა უმეტესობა ბავშვია.

დღის ამბები