03 ოქტომბერი 2024,   15:16
ვრცლად
რკინიგზელების გაფიცვა - დღე მე-4-ე

მეოთხე დღეა, რკინიგზელები გაფიცვას განაგრძობენ. თბილისსა და საქართველოს რამდენიმე რეგიონში კი გაფიცულთა რიცხვი იზრდება.

ინფორმაციას გაფიცულთა რიცხვის ზრდასთან დაკავშირებით პროფკავშირები ავრცელებენ.

გაფიცული რკინიგზელების მოთხოვნები უცვლელია. ისინი ხელფასის ზრდას, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას და მეცამეტე ხელფასს ითხოვენ. მანამდე კი რკინიგზელები დაშლას არ აპირებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები