03 ოქტომბერი 2024,   15:12
ვრცლად
"საქართველოს რკინიგზის" ხელმძღვანელობა დილოგისთვის მზადაა

"საქართველოს რკინიგზის" ხელმძღვანელობა მზადაა, გაერთიანებული პროფკავშირის წარმომადგენლებს შეხვდეს.

ამის შესახებ ნათქვამია დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

"რკინიგზის მენეჯმენტი საგაფიცვო პროცესამდე და მისი მსვლელობის პროცესშიც არის დიალოგის რეჟიმში უშუალოდ რკინიგზელებთან, ასევე მედიატორის საშუალებით "ახალ პროფკავშირთან" და სხვა დაინტერესებულ საზოგადოებრივ ინსტიტუციებთან და ჯგუფებთან. მენეჯმენტმა უკვე გამართა შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებთან. თუმცა, დიალოგის ეფექტიანობის გაზრდისათვის "რკინიგზის" მენეჯმენტი მზადაა, მედიატორის ორგანიზებით ან პირისპირ შეხვდეს გაერთიანებული პროფკავშირის ხელმძღვანელს," - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე თემაზე
დღის ამბები