03 ოქტომბერი 2024,   15:20
ვრცლად
პროფკავშირები რკინიგზელებს გაფიცვის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ

პროფკავშირები რკინიგზელებს გაფიცვის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.

ამის შესახებ ნათქვამია პროფკავშირების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც სწერია, "მივიჩნევთ, რომ სამუშაო ფორმატში, დიალოგის გზით და არა გაფიცვითა და რკინიგზის პარალიზებით შესაძლებელია ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტა".

რკინიგზელთა პროფკავშირები გაფიცულებს ჰპირდება, რომ ბოლომდე დაიცავს მათ ინტერესებს. ახლა კი უბრალოდ შიშობს, რომ მიმდინარე პროცესმა პოლიტიკური ელფერი არ მიიღო. 

"გვსურს, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, რომ ჩვენი პროფკავშირი არის თითოეული თქვენთაგანის ერთგული, არ დაუშვებს ვინმეს მხრიდან თქვენს შეცდომაში შეყვანას ან რაიმე პროვოკაციაზე წამოგებას. ჩვენთვის ასევე მიუღებელია, რომ თქვენი ინტერესების დაცვისთვის ბრძოლაში ვინმე შეეცადოს ამ პროცესის პოლიტიზირებას ან გარე ძალების ჩართვას," - სწერია განცხადებაში.

რკინიგზელთა პროფკავშირები გაფიცულებს მოუწოდებს დიალოგის რეჟიმში გადასვლას. 

"მივუსხდეთ მოლაპარაკების მაგიდას და მივიღოთ კომპრომისული და კონსტრუქციული გადაწყვეტილებები,"  - ნათვქამია განცხადებაში.

 "საქართველოს რკინიგზამ" დღეს ასევე გაავრცელა განცხადება, სადაც გამოთქვამდა მზადყოფნას, შეხვედროდა გაერთიანებული პროფკავშირის ხელმძღვანელს არსებული პრობლემის მოსაგვარებლად.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები