03 ოქტომბერი 2024,   15:25
ვრცლად
საცობების გარეშე როგორ უნდა იაროს 1 მილიონმა მანქანამ თბილისში?

ბოლო დღეების განმავლობაში ქალაქში გადაადგილება თითქმის შეუძლებელია. ავტომობილით მოძრაობა ყოველდღიურად უფრო რთულდება. ოფიციალური მონაცემებით, დღის განმავლობაში 1 მილიონი მანქანა მოძრაობს თბილისში. მდგომარეობის გამოსასწორებლად ექსპერტები თბილისის მთავრობას საგანგებო კომისიის შექმნას და ახალი პროექტების დაგეგმვას ურჩევენ.

„ნაციონალური მოძრაობა“ მათ მიერ შემუშავებულ და ახალი მთავრობის მიერ შეჩერებულ პროექტებზე საუბრობს. ნიკა მელია შემოვლითი რკინიგზის პროექტის გაგრძელებაზე ამახვილებს ყურადღებას.

საკრებულოში კი ამბობენ, რომ დედაქალაქის მთავრობას მომავალი წლის ბიუჯეტში არაფერი აქვს დაგეგმილი თბილისში გართულებული საავტომობილო მოძრაობის მოსაგვარებლად.

მერია ამ საკითხზე ჯერ ისევ დუმს.

ამავე თემაზე
დღის ამბები