03 ოქტომბერი 2024,   15:22
ვრცლად
სად ვიქნებით 50 წლის შემდეგ?

საქართველოს ევროპული პერსპექტივის გამოსაკვლევად ორგანიზაციამ ”საზოგადოება და ბანკები” მარტივი გამოთვლა ჩაატარა. მათ ეკონომიკის 5-პროცენტიანი ზრდის მაჩვენებლით მომავალი 50 წლის პროგნოზი მომზადეს.

ორგანიზაციამ საქართველოსა და საშუალო დონის რამდენიმე ევროპული ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი გამოთვალა ერთ სულ მოსახლეზე. მაგალითისთვის ჩეხეთი, პოლონეთი, ლიტვა, ლატვია და მონტენეგრო გამოიყენეს.

ორგანიზაციამ დაადგინა, რომ, თუკი შენარჩუნდება 5%-იანი ზრდა, საქართველო ნახევარ საუკუნეშიც ვერ დაეწევა ევროპულ დონეს.

ამ მაჩვენებელთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებებია ოპოზიციასა და სახელისუფლებო გუნდში.

დღის ამბები