03 ოქტომბერი 2024,   15:18
ვრცლად
ინვიტრო განაყოფიერებაზე რეგულაციები მკაცრდება

ჯანდაცვის სამინისტროში დაწყებულია კანონპროექტზე მუშაობა, რომლის თანახმადაც ინვიტრო განაყოფიერებაზე მკაცრი რეგულაციები დაწესდება.

რეგულაციები შეეხება როგორც გაყინული ემბრიონის გამოყენებას, ასევე  ინვიტრო განაყოფიერებასაც.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს ახალი რეგულაციები გაართულებს როგორც პროცედურას, ასევე  საფასურს და, რაც მთავარია, შედეგზე აისახება ნეგატიურად.    

ყველაზე პრობლემატურად კი ასაკზე ბარიერის დაწესებას მიიჩნევენ, თუ რა ასაკში იქნება შესაძლებელი ხელოვნური განაყოფიერების გაკეთება. პროექტის თანახმად სუროგატი დედა 21-38 წლის ასაკის უნდა იყოს.

ექსპერტები ამბობენ, რომ ამ პროექტის ამ ფორმით მიღება არ შეიძლება, რადგან პრობლემებს არათუ მოხსნის, არამედ უფრო  დაამძიმებს ვითარებას.    

 

 

დღის ამბები