03 ოქტომბერი 2024,   15:21
ვრცლად
რკინიგზელები გაფიცვას განაგრძობენ და დაშლას არ აპირებენ

უკვე მეოთხე დღეა, დედაქალაქში და რეგიონებში რკინიგზელთა გაფიცვა გრძელდება.

გაფიცვები თბილისა და საქართველოს რამდენიმე რეგიონში პროფკავშირების მოწოდების მიუხედავად გრძელდება. თუმცა, რკინიგზელები დღეს აცხადებენ, რომ მზად არიან, გარკვეულ დათმობებზე წავიდნენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი მზად არიან, მეცამეტე ხელფასის საკითხთან დაკავშირებით დათმონ პოზიციები. თუმცა, ხელფასების ზრდის  და დამატებითი სამუშაოს ანაზღაურების საკითხზე უკან დახევას არ აპირებენ.

აქციის მონაწილეებს პროფესიული კავშირის წარმომადგენლებმა დაშლისკენ მოუწოდეს. თუმცა, როგორც ჩანს, აქციის მონაწილეები პროფკავშირების შეხედულებებს არ იზიარებენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები