03 ოქტომბერი 2024,   15:26
ვრცლად
შსს-მ რამდენიმე სამართალდარღვევაზე ერთი პირი დააკავა

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების, ხულიგნობის და პოლიციელთათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით სამართალდამცავებმა 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გურამ ი. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 19 ნოემბერს თბილისში, ვაზისუბნის I მიკრორაიონში, „ა-კა-ეს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია და მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გურამ ი. რამდენიმე დღეში წალკაში დააკავეს. შემთხვევის ადგილიდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და მასრები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების, ხულიგნობის და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე მიმდინარეობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები