03 ოქტომბერი 2024,   15:21
ვრცლად
გაფიცვის მე-5 დღე და შეუსრულებელი მოთხოვნები - რკინიგზელები აქციებს განაგრძობენ

გაფიცული რკინიგზელების მოთხოვნებთან დაკავშირებით დღეს 14 საათზე პროფკავშირების წარმომადგენლები რკინიგზის დეპარტამენტის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებებს გამართავენ.

უკვე მეხუთე დღეა რკინიგზელები გამანაწილებელ დეპოში აქციას მართავენ. გაფიცვის მიზეზი ის მოთხოვნებია, რომლებიც ადმინისტრაციის მხრიდან ამ დრომდე არ დაუკმაყოფილებელია, კერძოდ: მეცამეტე ხელფასის გაცემა თითოეულ გაფიცულ თანამშრომელზე, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება, ხელფასის გაცემა სტაჟისა და დამსახურების მიხედვით და პრემიების დარიგება.

რკინიგზელების პროტესტი კიდევ ერთმა ფაქტორმა გამოიწვია. ახალი წესის თანახმად, დეპარტამენტში შემოიღეს სახელფასო სისტემა, რომელიც ანაზღაურების ოდენობას ტესტირების შედეგების მიხედვით არეგულირებს.

იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომელი ვერ გაივლის ტესტირებას მას ხელფასი მოაკლდება, ხოლო თუ წარმატებით ჩააბარებს გამოცდას, მისი ანაზღაურება გაიზრდება.

რკინიგზელები უნდობლობას უცხადებენ იმ კომისიას, რომელიც ტესტირების მომზადებასა და მის ჩატარებაზეა პასუხისმგებელი.

აქცია გამანაწილებელ დეპოსთან ამ დრომდე გრძელდება და რკინიგზელების თქმით, ისინი გაფიცვას არ შეწყვეტენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. 

რკინიგზელების გაფიცვა თბილისის გარდა რეგიონებშიც მიმდინარეობს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები