09 ოქტომბერი 2024,   18:17
ვრცლად
ნიკოლა სარკოზი პრეზიდენტობისთვის კიდევ ერთხელ ემზადება

ნიკოლა სარკოზი არჩევნებისთვის აქტიურად ემზადება. საფრანგეთის ექს–პრეზიდენტი უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის "სახალხო მოძრაობის კავშირის" ლიდერად აირჩიეს. შესაბამისად მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ის შესაძლოა გავლენიანი პოლიტიკური ძალის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელდეს.

პარტიის ყრილობაზე ნიკოლა სარკოზიმ ხმების 64.5 პროცენტი დააგროვა მაშინ, როცა მის კონკურენტს ბრუნე ლე მარის თანაპარტიელების 29 პროცენტმა დაუჭირა მხარი.

ნიკოლა სარკოზი პარტია „სახალხო მოძრაობის კავშირის“ ლიდერად პირველად 2004 წელს აირჩიეს, მაშინ მან ხმების 85 პროცენტი დააგროვა და პრეზიდენტობის კანდიდატიც გახდა.

დღის ამბები