03 ოქტომბერი 2024,   15:12
ვრცლად
ფოთის საკრებულოს წევრები კალინინგრადში ადგილობრივ დღესასწაულს აღნიშნავენ

ფოთის საკრებულოს 4 წარმომადგენელი რუსეთში, ქალაქ კალინინგრადში მეგობრული ვიზიტით იმყოფება.

ამ ფაქტს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან უარყოფითი შეფასებები მოჰყვა. ფოთის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი შამუგიას თქმით, ქვეყანაში, რომელიც 2008 წელს საქართველოს, მათ შორის ფოთსაც ბომბავდა და რომელიც დღემდე ქვეყნის ანექსიას ახორციელებს, ქართველები მეგობრული ვიზიტით არ უნდა ჩადიოდნენ.

ოპონენტების კრიტიკას ფოთის მერმა, ირაკლი კაკულიამ უპასუხა და განაცხადა, რომ საკრებულოს წევრების ვიზიტში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. მისი თქმით, ფოთი და კალინინგრადი 15 წელია დამეგობრებული ქალაქები არიან და ახლაც ერთ-ერთი დღესასწაულის ფარგლებში მეგობრული ვიზიტი შედგა.

კაკულიამ განმარტა, რომ ცოტა ხნის წინ ქალაქ ფოთის დღესასწაულზე კალინინგრადში მოწვევა საქართველოდანაც გაიგზავნა, თუმცა მათი დელეგაცია არ ჩამოსულა. ახლა კი ფოთის საკრებულოში მოწვევა რუსეთიდან მოვიდა და დელეგაცია კალინინგრადის საქალაქო დღესასწაულის აღსანიშნავად გაემგზავრა.     

შეგახსენებთ, რომ რუსეთში მეგობრული ვიზიტით "ქართული ოცნების" წარმომადგენელთან ერთად სხვა პარტიების წარმომადგენლებიც იმყოფებიან, მათ შორის "ბურჯანაძე-დემოკრატებიც". 

დღის ამბები