09 ოქტომბერი 2024,   20:20
ვრცლად
აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელი გადადგა

თეთრ სახლში უსაფრთხოების ზომების არასათანადო დაცვის გამო საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა. ჯულია პოირსონის მიერ თანამდებობის დატოვება თეთრ სახლში 19 სექტემბერს მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, რომლის დროსაც რეზიდენციაში უცხო მამაკაცმა შესვლა მოახერხა. მსგავსი შემთხვევა კი თავად ბარაკ ობამას უკავშირდება.

დაცვამ უცხო შეიარაღებულ პირს პრეზიდენტთან ერთად ლიფტში შესვლის უფლება მისცა. ჯულია პოირსონის ადგილს შეერთებული შტატების პრეზიდენტის დაცვის ყოფილი უფროსი ჯოზეფ კლენსი დაიკავებს.

დღის ამბები