09 ოქტომბერი 2024,   18:17
ვრცლად
რუსული მედია უკრაინის მთავრობაში ზურაბ ადეიშვილის შესაძლო დანიშვნას განიხილავს

რუსული მედიისთვის ისევ აქტუალურია უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ინიციატივა მინისტრთა კაბინეტში და სხვა მაღალ თანამდებობეზე უცხოელების დანიშნვნის თაობაზე. ამ თემას ამჯერად ტელეკომპანია „ო-ერ-ტე“-მ ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა.

რუსეთის ფედერალური არხი ხაზს უსვამს, რომ მაღალ თანამდებობებზე შესაძლოა მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრები აღმოჩნდნენ. მათ შორის, ყველაზე სადავო კანდიდატი საქართველოს ყოფილი იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილია, რომელიც შესაძლოა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნოს.

რუსი ჟურნალისტი აკრიტიკებს პოროშენკო–იაცენიუკის ამ იდეას და აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების წევრები საქართველოში სისხლის სამართლის საქმეების მონაწილეები არიან.

"როგორც ჩანს, უკრაინის ხელისუფლებას ეს ფაქტები საერთოდ არ აღელვებს", - ნათვამია ტელეკომპანია „ო–ერ–ტე“-ს სიუჟეტში.

ამავე თემაზე
დღის ამბები