03 ოქტომბერი 2024,   15:17
ვრცლად
წინასაახალწლოდ თბილისის მორთვა 20 დეკემბერს უნდა დასრულდეს

თბილისში წინასაახალწლო მზადება დაწყებულია - დედაქალაქი საახალწლო ილუმინაციებით ფორმდება. მაგისტრალების, ქუჩების და სკვერების მორთვა თბილისის ყველა უბანში ერთდროულად მიმდინარეობს.

რუსთველის გამზირზე უკვე დასრულდა პარლამენტის შენობის გაფორმება, სადაც მანათობელი ანგელოზის ფიგურები და ყვავილები დამონტაჟდა. დედაქალაქის მთავარი, 25 მეტრიანი ნაძვის ხე პარლამენტის შენობის წინ დაიდგმება.

ტრადიციული ნაძვის ხის კომპოზიცია აეწყობა თავისუფლების მოედანზე, წმინდა გიორგის მონუმენტზე. წინასწარი ინფომრაციით, ახალი წლის დღეებში თბილისში მსოფლიოში ცნობილი მომღერლის ჩამოყვანა იგეგმება - თუმცა მისი ვინაობა ამ დრომდე არ კონკრეტდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები