03 ოქტომბერი 2024,   15:15
ვრცლად
რკინიგზის დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები გრძელდება

2 საათზე მეტია რკინიგზის დეპარტამენტსა და პროფკავშირების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

საუბრის თემა უცვლელია-რკინიგზის გაფიცული თანამშრომლები ხელფასების გაზრდას, ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურებას, მეცამეტე ხელფასსა და ანაზღაურების სტაჟისა და დამსახურების მიხედვით გაცემას ითხოვენ.

მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ისინი არ გამორიცხავენ, რომ რკინიგზის დეპარტამენტის ხელმძღვანელობის თანამდებობიდან გადადგომის საკითხსაც დააყენებენ.

ამ ეტაპზე პროფკავშირებში უარყოფენ, რომ დეპარტამენტის ხელმძღვანელობის გადადგომაზე რაიმე საუბარი მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ რკინიგზელების გაფიცვა 5 დღის წინ დაიწყო და ის თბილისის გარდა ქვეყნის რამდენიმე რეგიონშიც მიმდინარეობს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები