03 ოქტომბერი 2024,   15:21
ვრცლად
რკინიგზელთა გაფიცვა თბილისთან ერთად რეგიონებშიც მიმდინარეობს

თბილისთან ერთად მეხუთე დღეა რკინიგზელების გაფიცვაში ჩართულია რეგიონებიც. გურჯაანის რკინიგზის თანამშრომლების თქმით, მიუხედავად დასვენების დღეებისა, ისინი მორიგეობის რეჟიმში საპროტესტო აქციებს არ წყვეტენ. ხვალიდან კი - ფართომასშტაბიანი აქციების განახლებას გეგმავენ. ისინი მეცამეტე ხელფასსა და პრემიალური სისტემის ჩამოყალიბებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი უვადო გაფიცვას აპირებენ.

რკინიგზის 30-მდე თანამშრომელი ხელფასების მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ რკინიგზელები ქუთაისშიც. ისინი სამსახურში გასვლას მათი მოთხოვნების გათვალისწინებამდე არ აპირებენ. ანალოგიური ვითარებაა გორში.

ამავე თემაზე
დღის ამბები