03 ოქტომბერი 2024,   15:13
ვრცლად
სიღნაღში სასკოლო ოლიმპიადა ჩაიშალა

სიღნაღის საჯარო სკოლაში დღეს სასკოლო ოლიმპიადა ინგლისურსა და მათემატიკაში ჩაიშალა. მშობლების პროტესტი კონკურსის არაორგანიზებულობამ გამოიწვია.

მათი თქმით, დაახლოებით 300 ბავშვს მხოლოდ 3 ადამიანი აკონტორლებდა.

მათივე მტკიცებით, ოთახში არ იყო საკმარისი სკამების რაოდენობაც. ოლიმპიადის მიმდიანრეობის დროს დაფიქისრდა მშობლების მიერ საკლასო ოთახში შესვლა და ბავშვებისთვის სწორი პასუხების გადაცემის ფაქტი.

მშობლების თქმით, ოლიმპიადაში შვილების მონაწილეობისთვის ბანკში თანხაც გადაიხადეს და ორგანიზაცია WITS-იგან პასუხს ითხოვენ. ორგანიზაციის რეგიონული კოორდინატორი მომხდარ გაუგებრობაში მშობლებს ადანაშაულობს და აცხადებს, რომ კონკრუსი ხვალ ხელახლა ჩატარდება.

სიღნაღის გარდა ოლიმპიადა დღეს საქართველოს მასშტაბით 50 ქალაქში ჩაატარა.

დღის ამბები