03 ოქტომბერი 2024,   15:20
ვრცლად
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის 5 წლიანი სტრატეგია დამტკიცებულია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მომდევნო 5 წლის სტრატეგია დამტკიცებულია. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დღეს რიგით 21-ე კრება გამართა. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე წარმოადგენეს ასოციაციის თითქმის უკვე გასული წლის ანგარიშიც.

დღესვე აირჩიეს გამგეობის წევრები - სწორედ გამგეობამ უნდა დაასახელოს ერთ თვეში საიას თავმჯდომარე. წელს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შექმნიდან 20 წლისთავს აღნიშნავს. იუბილესთან დაკავშირებით დღის ბოლოს ოფიციალური მიღება გაიმართება.

ამავე თემაზე
დღის ამბები