03 ოქტომბერი 2024,   15:25
ვრცლად
გიორგობა ჰერეთში და შიშველი ფეხით გავლილი გზა ტაძრამდე

6 მაისი და 23 ნოემბერი ჰერეთში გიორგობის დღეები განსაკუთრებით უყვართ. მხოლოდ ამ დღეებში იხსნება სალოცავად ქურმუხის ტაძრის კარი და მთელ ჰერეთში ქართული სიმღერა და სადღეგრძელო ისმის. ამ დღეებში ადგილობრივები სამშობლოდან - საქართველოდან იღებენ სტუმრებს.    

აზერბაიჯანში, ჰერეთის უძველეს რეგიონში მცხოვრები ქართველები მთელი ძალებით ცდილობენ ტრადიციების და კულტურის შენარჩუნებას - მათ ხელს არავინ უშლის, მაგრამ სამშობლოდან მაინც მეტ დახმარებას ითხოვენ.

ქურმუხის წმ. გიორგის ეკლესია, ძველ ნატაძრალზე 1890-იან წლებში კათოლიკოს პატრიარქის ლეონიდეს თაოსნობით აშენებულა. ნაგებობამ მე-20 საუკუნეშიც არაერთ ქარიშხალს გაუძლო, უკანასკნელად კი მისი გუმბათის რესტავრაცია და მასზე ჯვრის აღმართვა ადგილობრივი ქრისტიანების ძალისხმევითა და ილია მეორეს შეწევნით მოხდა.

ტაძრის სრულფასოვნად ამოქმედებაზე შეთანხმება აზერბაიჯანულ მხარესთან, ჯერჯერობით ვერ მოხერხდა, თუმცა ქრისტიან სასულიერო პირებს უფლება მიეცათ, წელიწადში ორჯერ, გიორგობის დღესასწაულებზე, ამ ეკლესიაში მღვდელთმსახურება აღავლინონ.

დღის ამბები