20 ნოემბერი 2024,   00:29
ვრცლად
"ვისურვებდი, რომ რუსთავი 2 ისეთივე კრიტიკული იყოს სამთავრობო პოლიტიკის მიმართ, როგორიც დღესაა,"- გიორგი კვირიკაშვილი

რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით პრემიერმინისტრს პასუხის გაცემა მოუწია. მას კითხვა ლიტველმა დეპუტატმა ემანუელ ზინგერისმა დაუსვა. გიორგი კვირიკაშვილი სურვილს გამოთქვამს, რომ რუსთავი 2 ისეთივე კრიტიკული იყოს წინასაარჩევნოდ, როგორიც ის დღესაა. 

„რუსთავი 2-ის საქმეს 2 განზომილება აქვს, პირველი მფლობელების საქმეს ეხება, მეორე განზომილება კი მედიის თავისუფლებას. მე საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს რუსთავი 2-ის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის მიმართ არაერთი მხარდამჭერი განცხადება გავაკეთე. წინადადება მქონდა, შექმნილიყო ბორდი, სადაც შევიდოდნენ არასამთავრობოები და მედიის წარმომადგენლები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ რუსთავი 2-ის დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკას. როგორც გითხარით, ამ საქმეს 2 განზომილება აქვს, ერთი ეხება მფლობელების საქმეს, მთავრობას არ აქვს საშუალება ჩაერიოს სასამართლო პროცესში, მაგრამ თუ ჩემ პირად მოსაზრებას მეკითხებით, ვისურვებდი, რომ რუსთავი 2 ისეთივე კარგი იყოს, როგორიც დღესა, ისეთივე კრიტიკული იყოს სამთავრობო პოლიტიკის მიმართ, როგორიც დღეს არის, და რომ არ მიეცეს ოპოზიციას საშუალება ამ თემით სპეკულირება მოახდინოს არჩევნების წინ,“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები