03 ოქტომბერი 2024,   15:14
ვრცლად
შესაძლებელია თუ არა თქვენი მოსმენა ინტერნეტის საშუალებით?

ინტერნეტში თვალთვალი დღეს არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემაა, ვიდრე უბრალოდ ტელეფონის მოსმენა. გარდა ტელეფონებისა, შესაძლებელია, თუ - არა თქვენი ელექტრონული ფოსტის და ფეისბუქის მესიჯების წაკითხვა, ან ვაიბერისა და სკაიპის მოსმენა.

მაგალითად, ირაკლი ალასანიას სკანდალური ფრაზა - „მე რა ვქნა, მე?“; ან ირაკლი ღარიბაშვილის არანაკლებ სკანდალური - გინება; გუბაზ სანიკიძის მილიონერობის სურვილი - ეს აუდიო ფაილები კომპიუტერით არის ჩაწერილი და არა მობილური ტელეფონის მოსმენით.

ინფორმაციული ტექნოლოგიებისის სპეციალისტები, ვინც საჯაროდ საუბარს არ ერიდება, ამბობენ, რომ საკუთარი თვალით არ უნახავთ, თუმცა იციან, რომ სამართალდამცავებს ინტერნეტპროვაიდერების სერვერებთანაც ისეთივე წვდომა აქვთ, როგორიც მობილური ოპერატორების სერვერებთან.

ამავე თემაზე
დღის ამბები