გასულ კვირას რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე სასამართლო პროცესის ფონზე ქვეყნის პრეზიდენტი ფრანგ კოლეგას პარიზში შეხვდა, პრემიერმინისტრი სტრასბურგში იმყოფებოდა, საგარეო საქმეთა მინისტრი კი გაერო-ში. კიდევ ერთმა საერთაშორისო ინსტიტუტმა საქართველოში პოლიტიკური რეიტინგები გამოაქვეყნა. ამერიკელმა კონგრესმენმა კი ყოფილი პრემიერის ანგარიშების გაყინვა მოითხოვა. აღსანიშნავია, რომ თითქმის ყველა შეხვედრაზე თუ გამოსვლაში სიტყვის თავისუფლება, მედიის დამოუკიდებლობა და რუსთავი 2-ია ნახსენები.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იქ, სადაც რუსთავი 2-ის საქმე განიხილება, ამ საქმის რეკორდულად სწრაფი ტემპით განხილვა დაიწყო, ზუსტად ისე, როგორც ამას აკეთებდა თამაზ ურთმელიძე.
მას შემდეგ, რაც თამაზ ურთმელიძემ რუსთავი 2 მის მფლობელებს ჩამოართვა და ქიბარ ხალვაშს გადასცა ბუნებრივია რუსთავი 2-ის იურისტებმა ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, მათ შორის ის ყადაღაც, რომელიც ურთმელიძემ ტელევიზიას დაადო და უამრვი პრობლემა შექმნა. სააპელაციოს მოსამართლეთა კოლეგიამ მოსამართლეებმა ნატა ნაზღაიძემ, გიორგი გოდერძიშვილმა და ქეთევან მესხიშვილმა თამაზ ურთმელიძის დადებული ყადაღა ნაწილობრივ გააუქმეს. ამის შემდეგ უკვე მთავარი საჩივრის განხილვა დაიწყო და შესაბამისად როგორც წესი ეს საჩივარიც უნდა განეხილა ამ კოლეგიას, თუმცა სააპელაციო სასამართლომ საქმე აღმოჩნდა, რომ სხვა კოლეგიას დააწერა, ლილი ტყემალაძეს ხათუნა არევაძეს და ვანო წიკლაურს. მათ რუსთავი 2-ს გამოუგზავნეს წერილი, რომ საქმე არის რთულად განსახილველ საქმეთა კატეგორიაში, ამიტომ მის განხილვას ხუთი თვე დასჭირდებოდა. მოულოდნელად სააპელაციო სასამართლომ რუსთავი 2-ს აცნობა, რომ მოსამართლეთა ეს კოლეგიაც იცვლებოდა და სხვა მოსამართლეები განიხილავენ ტელეკომპანიის საქმეს და კოლეგიის თავმჯდომარე იქნებოდა იქნებოდა ნატა ნაზღაიძე, თუმცა სასამართლოში მისულ რუსთავი 2-ის იურისტებს სულ სხვა დახვათ, კოლეგიის შემადგენლობაში სააპელაციო სასამართლომ შეიყვანა ორი ახალი მოსამართლე. ნათია გუჯაბიძე-ის თამაზ ურთმელიძესთან ერთად არასამათვობორო ორგანიზაცია მოსამართლეთა ერთობის დამფუძნებელია და ყოფილი პროკურორი შორენა ყაველაშვილი. სწორედ ამ კოლეგიამ დაიწყო რუსთავის 2-ის საქმის განხილვა დაჩქარებული წესით.
რატომ, შეცვალა სააპელაციო სასამართლომ სამჯერ იმ მოსამართლეთა ჯგუფი ვინც ქვეყნის ყველაზე გავლენიანი ტელევიზიის საქმეს განიხილავს ეს არის გარემოება რომელიც ეჭვებს აჩენს.
ავტორი:ნოდარ მელაძე