20 ნოემბერი 2024,   00:19
ვრცლად
"თუ რუსთავი 2 ხელში ჩაიგდეს, ქვეყანაში შემოიტანენ დესტაბილიზაციას, არჩევნები იქნება არალეგიტიმური,“ - გიორგი გუგავა

რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე პროცესებს აფასებენ არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები. ისინი აცხადებენ, რომ ბრძოლა რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ხელისუფლების მხრიდან, საფრთხის ქვეშ აყენებს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს და ასევე ქვეყნის დასავლურ კურსსაც.

„პრემიერმინისტრი, რომელიც გამოვიდა ევროპის საბჭოში, მოიტყუა და ფაქტობრივად, ჩვენ ევროპელ პარტნიორებს მიაწოდა ინფორმაცია, თითქოს და რუსთავი 2-თან არაფერი არ ხდება და ამ ფონზე, ჩვენ ვხედავთ, რომ შეტევის მეორე ტალღა წავიდა რუსთავი 2-ზე,“ - განაცხადა პაატა დავითაიამ.

ამავე საკითხთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა ლეიბორისტული პარტიის წევრმა გიორგი გუგავამ.

„მე დარწმუნებული ვარ, ამ პროცესს ბოლომდე ვერ მიიყვანენ, იმდენად დიდი მხარდაჭერა გააჩნია დღეს რუსთავი 2-ს, რომელიც ობიექტურად ასახავს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას. ისინი აუცილებლად წაიტეხავენ კისერს ამ საქმესთან მიმართებაში. თუ რუსთავი 2 ხელში ჩაიგდეს, ქვეყანაში შემოიტანენ დესტაბილიზაციას, არჩევნები იქნება არალეგიტიმური,“ - განაცხადა გიორგი გუგავამ.

საქართველოს განვითარების ფონდის სამართლის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელი დავით ჯანდიერი, ტელეკომპანიის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ რუსთავი 2-ის საქმე ბადებს ეჭვს, რომ ის პოლიტიკურად მოტივირებულია.

მანვე მოუწოდა ხელისუფლებას ნუ ჩაერევა სასამართლო ხელისუფლებაში.

რუსთავი 2-ის საქმის, ნეგატიურად, არასწორი გადაწყვეტილების შემთხვევაში მთლიანად გაუარესდება ქვეყანაში არსებული მედია გარემო,“ - განაცხადა მამუკა ჯანდიერმა.

დღის ამბები