15:42 რუსთავი 2-ის საქმეზე სასამართლოს პროცესი დასრულდა. შემდეგი სხდომა 13 მაისს 11 საათზე ჩაინიშნა.
15:12 ზაზა ბიბილაშვილმა ტელეკომპანია საქართველოს ყადაღის მოხსნის შესახებ დააყენა შუამდგომლობა. მისი თქმით, უკვე ცნობილი უნდა იყოს ამ საკითხზე გადაწყვეტილება და სასამართლოს ამ გადაწყვეტილების გაცნობა სთხოვა.
15:05 სასამართლოს სხდომა განახლდა. მოსამართლეთა კოლეგიამ მოსამართლე შორენა ყაველაშვილის აცილების შუამდგომლობაც არ დააკმაყოფილა.
14:57 მოსამართლე შორენა ყავლაშვილმა თვითაცილებაზე უარი განაცხადა. მოსამართლეთა კოლეგია გადაწყვეტილების მისაღებად მსჯელობს. სასამართლო პროცესზე კვლავ შესვენება გამოცხადდა.
14:50 ქიბარ ხალვაშის ადვოკატი გვარამიას შუამდგომლობას ეწინააღმდეგება. მან განაცხადა, რომ მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა პროცესის გაჭიანურებას ისახავს მიზნად.
14:45 რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა დააყენა მოსამართლე შორენა ყაველაშვილის აცილების შუამდგომლობა. შორენა ყაველაშვილი იყო იმ კოლეგიის თავმჯდომარე, რომელმაც 2013 წელს ნიკა გვარამიას საქმე განიხილა და ის გაამართლა. გვარამიას თქმით, აუცილებელია შორენა ყაველაშვილი ჩანაცვლდეს ისეთი მოსამართლით, რომელსაც გვარამიასთან შემხებლობა არ ჰქონდა.
14:34 მოსამართლეთა კოლეგიამ რუსთავი 2-ის შუამდგომლობა მოსამართლე ნათია გუჯაბიძის აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა. კოლეგიის განცხადებით, შუამდგომლობა დამყარებულია მოსამართლეთა ერთობის განცხადებებზე და იმაზე, რომ გუჯაბიძე იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ჯგუფელი და მეგობარი იყო, რაც დაუსაბუთებელია.
14:32 სასამართლო პროცესი განახლდა
13:30 სასამართლო დარბაზში შესვენება გამოცხადდა. პროცესი 14 საათსა და 30 წუთზე უნდა განახლდეს. მოსამართლემ რუსთავი 2-ის ადვოკატების შუამდგომლობაზე ნათია გუჯაბიძის აცილების შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
13:25 ეს გადაწყვეტილება კოლეგიის თავმჯდომარემ ქიბარ ხალვაში ადვოკატის პაატა სალიას და გვარამიას შორის მომხდარი კამათის შემდეგ მიიღო. კამათის საფუძველი რუსთავი 2-ის შუამდგომლობა გახდა. მოსამართლე ნათია გუჯაბიძის თქმით, ნიკა გვარამია სხდომაზე შესვენების შემდეგ დაიშვება.
11:28 რუსთავი 2-ის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მოსამართლე ნათია გუჯაბიძე იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ჯგუფელი და მეგობარია. თუმცა გუჯაბიძემ განაცხადა, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ წულუკიანთან არანაირი კომუნიკაცია არ მქონია. არც სტუდენტობის დროს", - აღნიშნა მოსამართლემ.
11:05 რუსთავი 2-ის ადვოკატებმა მოსამართლე ნათია გუჯაბიძის აცილება მოითხოვეს. ნათია გუჯაბიძე თამაზ ურთმელიძესთან ერთად არასამათვრობო ორგანიზაცია მოსამართლეთა ერთობის დამფუძნებელია.
10:52 სასამართლო სხდომის დასაწყისშივე ტელეკომპანიის დირექტორმა ნიკა გვარამიამ და ძმები ყარამანიშვილების წარმომადგენელმა ზაზა ბიბილაშვილმა გააკრიტიკეს სასამართლო - ნიკა გვარამიამ მოსამართლისგან შენისვნაც მიიღო.
გვარამიამ გააპროტესტა წინა სხდომაზე მისი მონაწილეობის გარეშე პროცესის ჩატარება.
„სასამართლოს დღევანდელი შემადგენლობა ვერ ათვითცნობიერებს რა საქმეს განიხილავს. ეს საქმე ეხება ქვეყანაში დემოკრატიის დაკითხს. სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს ეს კონტექსტი“, - მიმართა გვარამიამ სასამართლოს.
მან განაცხადა, რომ უცნაურია ის ტემპი, რაც სასამართლოს აქვს აღებული.
10:40 სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმის განხილვა დაიწყო. პროცესზე მხარეთა საჩივრებს განიხილავენ.