რუსთავი 2-ის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე საუბრობენ ტელეკომპანიის მხარდამჭერები. მათი აზრით, ტელეკომპანიის წინააღმდეგ პროცესები ხელისუფლების მიერ იმართება. მათივე თქმით, „ხელისუფლება ცდილობს ჩაკლას ქვეყანაში თავისუფალი აზრი“ .
"იწყება მეორე რაუნდი რუსთავი 2 -ზე შეტევის, რაც, რა თქმა უნდა, ქართულმა საზოგადოებამ, საერთაშორისო საზოგადოებამ და ყველამ ჩვენ არ უნდა დავუშვათ. ეს არის აბსოლუტურად აღმაშფოთებელი. ეს არის აშკარა შეკვეთა. გასაგებია - ვისიც. პირადად ივანიშვილის, რომელიც ვერ ეგუება განსხვავებულ აზრს“, - განაცხადა ილია ჭავჭავაძის საზოგადოების წარმომადგენელმა თამარ ჩხეიძემ.
ტელეკომპანიის სხვა მხარდამჭერების განცხადებით, მათთვის მნიშვნელოვანია სამართლიან და განვითარებად ქვეყანაში ცხოვრება და ამის საწინდარი არის დამოუკიდებელი მედია, შესაბამისად, მათ სურთ, რომ სასამართლომ არ მიიღოს ნაჩქარევი გადაწყვეტილება და დაეყრდნოს ქვეყნის ძირითად კანონს, კონსტიტუციას.
ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი