20 ნოემბერი 2024,   00:27
ვრცლად
"თავისუფალი მედია დემოკრატიის საზომია,"- მარტინ შულცი რუსთავი 2-ზე დასმულ შეკითხვას პასუხობს

რუსთავი 2 იყო ერთ-ერთი მთავრი თემა ერთობლივ ბრიფინგზე, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მოლაპარაკებების შემდეგ გამართეს. მარტინ შულცისა და დავით უსუფაშვილის შეხვედრა ჟურნალისტებთან სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

„მე ევროპარლამენტის თავმჯდომარე ვარ და არაქართველი პოლიტიკოსი, ამიტომ არ შემიძლია და ვერც ჩავერევი სასამართლოს საქმეში, ვერც კონკრეტულ კომენტარს გავაკეთებ, მაგრამ თავისუფალი მედია დემოკრატიის საზომია. იმისთვის, რომ გააანალიზო რამდენად ეფექტურია დემოკრატიული სისტემა, უნდა დააკვირდე ჟურნალისტების და მედიის დამოუკიდებლობას,“- განაცხადა შულცმა. 

 

ავტორი: თამარ ნუცუბიძე

დღის ამბები