20 ნოემბერი 2024,   00:31
ვრცლად
"რუსთავი2"-ის საქმე-არასამთავრობოები პოლიტიკურად მოტივირებულ პროცესებზე საუბრობენ

შეტევის ახალი ტალღა-მესამე სექტორისთვის საგანგაშოა ის გადაწყვეტილებები, რომელსაც სააპელაციო სასამართლო რუსთავი 2-ის საქმეზე იღებს. ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი მესამე სექტორისთვის ის შუამდგომლობაც იყო, რომელიც მოსამართლე ნათია გუჯაბიძის აცილებას ეხებოდა და რომელიც კოლეგიამ არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ის კითხვები, რომელიც პოლიტიკურად მოტივირებული პროცესის მიმართ პირველ ინსტანციაში არსებობდა, სააპელაციო სასამართლოს პირობებშიც რჩება.

მიკერძოებული და პოლიტიკურად მოტივირებული საქმის შესახებ ეჭვებზე საუბრობენ მედიის სფეროს სპეციალისტებიც.  მედიის განვითარების ფონდში, რომელიც წინასაარჩევნოდ მედიაგარემოს სწავლობს, აცხადებენ, რომ რუსთავი 2-ის საქმის გამჭვირვალედ და მაღალი სამართლებრივი სტანდარტით განხილვა საარჩევნო კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ტელეკომპანიის ადვოკატებმა გუშინ მოსამართლე ნათია გუჯაბიძის საქმიდან აცილება მოითხოვეს. მთავარი მოტივი მოსამართლე თამაზ ურთმელიძესთან ახლო პარტნიორული ურთიერთობა და იუსტიციის მინისტრთან მეგობრობა იყო. შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის შემდეგ, ადვოკატები უკვე სავარაუდო შედეგზე საუბრობენ.

რუსთავი 2-ის ადვოკატების, ისევე როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა ეჭვები გაუგებარია მოსარჩელე მხარისთვის.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც რუსთავი 2-ის საქმეს აკვირდებიან მომდევნო პროცესსაც, დაესწრებიან, რომელიც 13 მაისს გაიმართება.

ავტორები:ქეთი ნადიბაიძე, ლევან კალანდია.

დღის ამბები