03 ოქტომბერი 2024,   17:19
ვრცლად
თავისუფალ ზონასთან საპროტესტო აქცია იწყება

გაზეთ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტ ზაზა დავითაიას ცემის ფაქტის გასაპროტესტებლად ამ წუთებში ”თავისუფალ ზონასთან” ახალგაზრდები იკრიბებიან. პეკინის ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივადაა გადაკეტილი. ”თავისუფალი ზონის” ოფისთან უკვე მივიდა ყოფილი პოლიტპატიმარი მელორ ვაჩნაძე, მასთან ერთად აქციაზე მივიდნენ ახალგაზრდებიც, რომლებსაც სპეციალური მაისურები აცვიათ. ” სამშობლო გვიხმობს,’’ ”ერი და ბერი ქვეყნის სადარაჯოზე’’ - აქციის მონაწილეების მაისურებზე სწორედ ამ წარწერებს ამოიკითხავთ.  

 

დღის ამბები