წმინდა ცეცხლი თელ-ავივიდან თბილისში შუაღამისას ჩამოაბრძანეს და ის აეროპორტიდან სამების საკათედრო ტაძარში მიაბრძანეს, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე სააღდგომო ლიტურგიას აღავლენდა.
ტაძარში იმყოფებოდნენ პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრები, დედაქალაქის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე და წევრები.
უფლის აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლი თბილისის დროით, წელს 15:31 საათზე გადმოვიდა. იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა უფლის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის საგანგებო ლოცვა შეასრულა.