20 ნოემბერი 2024,   00:22
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" საქმე-საჩივრები, რომელზე მიღებული გადაწყვეტილებაც ამ დრომდე ცნობილი არ არის

რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე პროცესი 13 მაისისთვის ჩაინიშნა. რუსთავი 2-ს სააპელაცი სასამართლოში შეტანილი აქვს 2 საჩივარი. პირველი სასამართლომ ჯერ კიდევ 31 მარტს განიხილა და ამ დრომდე არ არის ცნობილი რა გადაწყვიტა. საუბარია რუსთავი 2-ის მოწილე, ტელეკომპანია საქართველოს წილების დაყადაღების საკითხზე.

სააპელაციოში რუსთავი 2-ის მიერ წარდგენილ მეორე საჩივარში გაპროტესტებულია ქიბარ ხალვაშისთვის წილის 100%-ის გადაცემა. 

მეორე საჩივრის ერთ-ერთ პუნქტი უკავშირდება კანონს, რომლითაც ურთმელიძემ ქიბარ ხალვაშის მიერ წილის გაყიდვის ხელშეკრულება ბათილად გამოაცხადა და ეს მუხლი რუსთავი 2-ის მხარეს საკონსტიტუციო სასამართლოშიც აქვს გასაჩივრებული. საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვა უკვე დასრულებული აქვს, მაგრამ ჯერ არ გამოუცხადებია გადაწყვეტილება.

შეგახსენებთ, რომ 13 მაისს ჩანიშნულ პროცესს სამი მოსამართლისაგან შედგენილი კოლეგია უხელმძღვანელებს.

ავტორი: პაატა იაკობაშვილი.

 

დღის ამბები