მავთულხლართებს მიღმა დარჩენილი სახლები და წინაპართა საფლავები. პოსტსკრიპტუმი დაინტერესდა რა მდგომარეობაში ხვდება მავთულხლართებს იქით დარჩენილი მოსახლეობა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.
მათ წლიდან წლამდე იმედი აქვთ, რომ მხარეები მოლაპარაკებას შეძლებენ და მოსახლეობა საფლავებზე გასვლას აღდგომას მაინც მოახერხებს. ხურვალეთის მცხოვრებლებს მავთულხლართებმა საძოვრები და მიწები დააკარგვინა, თუმცა მათთვის უფრო მტკივნეული საოკუპაციო საზღვრის მიღმა დარჩენილი სასაფლაოა.
ავტორი: თაკო მესხი.