საქართველოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეობის მიღებას ვერ ახერხებენ, რის გამოც მათ შემწეობის მიღების შესაძლებლობა წართმეული აქვთ. სპეციალურად P.S.-სთვის გიორგი გვიშიანი, ომარ რამიშვილს მაგალითზე გიამბობთ რატომ ვერ ახერხებენ ადამიანები საქართველოს მოქალაქის სტატუსის მოპოვებას და რა პრობლემები ექმნებათ მათ მოქალაქეობის სტატუსის არქონის გამო.
სახელწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დასკვნის თანახმად, რომელიც 2013 წლის 9 ოქტომბრით თარიღდება, ომარ რამიშვილი საქართველოს მოქალაქედ არ ჩაითვალა, რადგან მის მიერ წარდგენილი დაბადებისა და ქორწინების მოწმობები და კიდევ რამდენიმე საბუთი ამ სტატუსის მოსაპოვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.
ინოვაციებისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ 2013 წელს სახელმწიფოს სერვისების განვითარების სააგენტოში ომარ რამიშვილის პრობლემას უგულისყუროდ მოეკიდნენ, სამედიცინო დაწესებულება და ჯანდაცვის სამინისტრო კი ამ არაორდინალური შემთხვევას სტანდარტულად მიუდგა.
ავტორი: გიორგი გვიშიანი.