ფარული მიყურადების საკითხთან დაკავშირებით შეხვედრებს გამართავენ პარლამენტში ეს შენ გეხება კამპანიაში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები. მესამე სექტორის წარმომადგენლები რესპუბლიკელებს შეხვდებიან.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი კანონპროექტის მიზნებზე საუბრობს.
„ჩვენი წარმოდგენილი კანონპროექტით იქნება ცალკე დამოუკიდებელი სერვის პროვაიდერი უწყება, რომელიც იქნება პასუხისმგებელი მოსმენებზე, ოღონდ ის შეასრულებს ამ მოსმენებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იარსებებს სასამართლოს მიერ გაცემული კანონიერი ბრძანება,“ - განაცხადა მიხელ ბენიძემ.
რაც შეეხება უმრავლესობაში შემავალ ფრაქციებს, მათთან შეხვედრები ჯერ არ ჩანიშნულა.
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დეპუტატებს იმ სამ კანონპროექტს გააცნობენ, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეფორმას, ასევე დამოუკიდებელი საგამოძიები ორგანოს შექმნას ითვალისწინებს, რომელიც სამართალდამცველთა დანაშაულს შეისწავლის და დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნას, რომელსაც ექნება ე.წ. გასაღები.