19 ნოემბერი 2024,   23:20
ვრცლად
პროტესტი ბოტანიკური ბაღის გადასარჩენად - ოპოზიციას არასამთავრობო სექტორიც უერთდება

პროტესტი ბოტანიკური ბაღის გადასარჩენად - ოპოზიციას არასამთავრობო სექტორიც უერთდება, რომელიც თავის მხრივ, საპროტესტო ტალღას აანონსებს.

სამოქალაქო სექტორის წევრები კონსულტაციებს ყველა პოლიტიკურ ძალასთან გეგმავენ.

ტფილისის ჰამქრის ხელმძღვანელის ცირა ელისაშვილის თქმით, ამ საკითხის პოლიტიკურ კონტექსტში გადატანა აუცილებელია.

"პანორამა თბილისს, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიას, ამ 30 ჰექტარს, ჩვენ განვიხილავთ ჩვენ განვიხილავთ ერთიან კონტექსტში. იმიტომ რომ ეს უკავშირდება ერთი ადამიანის სახელს და გვარს. ყველა პოლიტიკურ პარტიასთან გვექნება კონსულტაცია, იმისათვის, რომ ის პირობები, რომელსაც ჩვენ დავაყენებთ, პოლიტიკურ კონტექსტში იყოს გადატანილი. სხვა შემთხვევაში ჩვენ დავკარგავთ ქალაქს", - განაცხადა ცირა ელისაშვილმა. 

არასამთავრობო ორგანიზაცია პარტიზანული მებაღეობის ხელმძღვანელის ნატა ფერაძის განცხადებით, ამხელა პროექტების განხორციელება მოსახლეობასთან შეთანხმების გარეშე, დაუშვებელია ქალაქისთვის.

 

ავტორი: ეკო მაღრაძე

დღის ამბები