წიწამურში იმყოფებოდა ლეიბორისტული პარტიის ლიდერი. შალვა ნათელაშვილმა პატივი მიაგო ილია ჭავჭავაძის ხსოვნას. შრომის პარტიის ლიდერმა და მისმა თანამოაზრეებმა მონუმენტი გვირგვინით შეამკეს.
"აქ გაიარა დიდმა ილიამ უფლის გზა, თავისი გოლგოთა და აღასრულა ვალი ერის წინაშე, დღეს ხსოვნის დღეა და ჩვენ აქედან ვიხსენებთ ჩვენს დიდ ღირსეულ წინაპრებს, ჩვენს გარდაცვლილ ახლობლებს, ნათესავებს და საერთოდ იმქვეყნიურ საქართველოს, მათი სულები აქაური საქართველოსთვის ლოცულობენ და გვიკვალავენ გზას წინ ახალი გამარჯვებებისკენ", - აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.