ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის გასხვისებასთან დაკავშირებით, საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრი ირაკლი აბესაძე საუბრობს.
საკრებულოს ოპოზიცია საკითხზე მსჯელობის აუცილებლობაზე საუბრობს. დეპუტატები ამ მიზნით, საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითხოვენ, სადაც ბოტანიკური ბაღის საზღვრების ცვლილებაზე იმსჯელებენ.
"ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის გასხვისება, ამ ტერიტორიაზე უკვე სასტუმროს მშენებლობის გაცემა, მაშინ როდესაც ის ივანიშვილმა მშენებლობის უფლების გარეშე იყიდა, აუქციონი, რომელზეც უნდა გაიყიდოს კრწანისი - შინდისის მშენებარე გზა, ეს ყველაფერი მიმდინარეობს უხეში კანონდარღვევებით. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოვიწვიოთ საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, სადაც მთლიანად მოხდება ამ საკითხზე მსჯელობა. მოწვეული იქნებიან მთავრობის წევრები, რომლებიც სამწუხაროდ ამ დანაშაულებრივ მოქმედებაში ჩართულები არიან", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
ამავე საკითხთან დაკავშირებით, შეფასება გააკეთა ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთმა წევრმა ნიკა მელიამ.
„მე ვფიქრობ, რომ ეს არის დაცინვა საზოგადოების და აბუჩად აგდება. პასუხის ღირსადაც არ თვლიან მოქალაქეებს,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.
ასევე, ოპოზიცია ხვალ გეგმავს საპროტესტო აქციას იმ აუქციონის დასრულების შემდეგ, რა დროსაც გაიყიდება 29 ჰექტარი. ტერიტორია სადაც კრწანისი - შინდისის დამაკავშირებელი გზა უნდა ყოფილიყო.
ავტორი: ეკა მაღრაძე