ბოტანიკური ბაღის დირექტორი, თამაზ დარჩიძე აცხადებს, რომ ის 4 ჰექტარი, რომლის გასხვისებაც მოხდა, არ ჰქონდა მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
თამაზ დარჩიძე განმარტავს, რომ ტერიტორია რომელიც, ბაღმა გაასხვისა, იყო გამოუსადეგარი ბაღისთვის, სამაგიერო, ბოტანიკურმა ბაღმა გაცილებით კარგად მოვლილი ადგილი მიიღო.
„ბაღი, რომლის ტერიტორიაც შეადგენს 97 ჰექტარს, მხოლოდ ნაწილია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი - 81 ჰექტარი. აღნიშნული ფერდობი არ შედიოდა იმ პირობით ნახაზში, რომელიც თან ერთვის ბრძანებას, რითაც ბაღს აქვს მინიჭებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ტერიტორია რომელიც გავცვალეთ, არ იყო ბაღის საქმიანობისათვის მნიშვნელოვანი და ტერიტორია რომელიც მივიღებთ, ჩვენ მას გამოვიყენებთ,“ - განაცხადა თბილისის ბოტანიკური ბაღის დირექტორმა თამაზ დარჩიძემ.
ავტორი: ეკო მაღრაძე