24 არასამთავრობო ორგანიზაცია ახალი საპროტესტო ტალღის დასაწყებად ემზადება. სამოქალაქო სექტორი ბოტანიკური ბაღთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის ინტერესებზე და პანორამა თბილისის სასარგებლოდ მიღებულ გადაწყვეტილებებზე საუბრობს.
ხვალ გახდება ცნობილი იმ აუქციონის შედეგი, რომლის მიხედვითაც ბოტანიკური ბაღის მიმდებარე 29 ჰექტარი ფართობის ტერიტორიის მფლობელი უნდა გამოვლინდეს.
მესამე სექტორში შესაძლო კანონდარღვევის შესახებაც საუბრობენ. უკვე რამდენიმე დღეა ისინი ბოტანიკური ბაღის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტროდან ელოდებიან. სამინისტროში ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ, ბოტანიკური ბაღის დირექტორის განცხადებით კი ბაღის გასხვისებულ 4 ჰექტარს ძეგლის სტატუსი არ ჰქონდა.
ავტორი: ეკო მაღრაძე.