დღეს არის ჩანიშნული აუქციონი, სადაც ცნობილი უნდა გახდეს კრწანისის-შინდისის დამაკავშირებელი გზისთვის განკუთვნილი 29 ჰექტარი მიწის ახალი მფლობელის ვინაობა.
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ამ ტერიტორიასაც ყოფილი პრემიერი იყიდის. აუქციონის დასრულების შემდეგ ნაციონალური მოძრაობა მერიასთან საპროტესტო აქციას გეგმავს. ოპოზიცია საკრებულოსგან საგანგებო სხდომის მოწვევასაც ითხოვს.
პარალელურად, ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები ბოტანიკური ბაღის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტროდან ამ დრომდე უშედეგოდ ელოდებიან.