პროკურატურაში აპირებს მისვლას დღეს შალვა რამიშვილის ადვოკატი. გაგი მოსიაშვილს აინტერესებს, რა რეაგირება მოჰყვა მის განცხადებას, რომელიც მან წინა კვირას მთავარ პროკურატურაში შეიტანა.
შალვა რამიშვილის ადვოკატის თქმით, შესაძლოა ჟურნალისტის წინააღმდეგ დანაშაულის ნიშნები იკვეთებოდეს, რითაც პროკურატურა უნდა დაინტერესდეს.
არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნი შესაძლოა პოლიტიკური თოქ შოუს დაგეგმვაში უშუალოდ ყოფილიყო ჩართული, რაც დისციპლინური დევნისთვის საკმარისია.
საია ამ მოთხოვნის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დაყენებასაც აპირებს, იმ შემთხვევაში თუ ეს სხდომა გაფართოებულ ფორმატში ჩატარდება.
პარალელურად, დღეს უნდა გაირკვეს განიხილავს თუ არა ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, კვირის ბოლოს დაგეგმილ სხდომაზე, შალვა რამიშვილის განცხადებას იმედის გენერალური დირექტორის წინააღმდეგ.