დღევანდელ ბიუროს სხდომაზე ოჯახის ცნების განსაზღვრებასთან დაკავშირებით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს განიხილავენ. უკვე ხუთშაბათს კი საკითხს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე წარადგენენ.
80 დეპუტატის ხელმოწერით წარდგენილ საკონსტიტუციო ინიციატივას კანონმდებლები კენჭს მომავალ კვირას უყრიან.
საპარლამენტო უმცირესობა საარჩევნო სისტემის 2016 წლისთვის შეცვლის საკითხს დღეს კიდევ ერთხელ ბიუროს სხდომაზე დასვამს.
ნაციონალური მოძრაობა არჩევნების ლეგიტიმაციისთვის სამხარეო პროპორციულ სისტემაზე გადასვლას აუცილებლად მიიჩნევს.