19 ნოემბერი 2024,   23:24
ვრცლად
მზის სისტემის გარეთ სამი ახალი პლანეტა აღმოაჩინეს

ევროპელმა ასტრონომებმა მზის სისტემის გარეთ სამი ახალი პლანეტა აღმოაჩინეს, რომელთა ზედაპირზე შესაძლოა დედამიწის მსგავსი პირობები და, შესაბამისად, სიცოცხლეც არსებობდეს.

ლიეჟის უნივერსიტეტის მკვლევარები აცხადებენ, რომ ეს პლანეტები ზომებით დედამიწასა და ვენერას უტოლდებიან და გაცილებით უფრო მოკლე მანძილზე მდებარეობენ მნათობთან, ვიდრე დედამიწა მზესთან. მათი სისტემა კი მასშტაბებით იუპიტერისა და მისი თანამგზავრების მსგავსია.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ვარსკვლავთა სისტემა, რომელიც ამ სამ პლანეტას მოიცავს, მერწყულის თანავარსკვლავედში მდებარეობს და დედამიწიდან 40 სინათლის წელიწადის მანძილითაა დაშორებული.

დღის ამბები